
ფსალმუნი 37:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
ფსალმუნი 37:33 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 37:33 კონტექსტში
37:31რჯული მისი ღმერთისა მის გულშია, არ დაუსხლტება ნაბიჯები.
37:32ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
37:33უფალი არ მიატოვებს მის ხელში და არ გაამტყუნებს მისი განკითხვის ჟამს.
37:34მიენდე უფალს და დაიცავი მისი გზა, და ის აგამაღლებს, რომ დაიმკვიდრო ქვეყანა, და დაინახავ უკეთურთა განადგურებას.
37:35მინახავს ბოროტი მძვინვარე, ვარჯოვან ხესავით ფესვგადგმული.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 37:33
- ფსალმუნები 109:31რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:9მაშასადამე, იცის ღმერთმა, როგორ დაიხსნას ღვთისმოსავნი განსაცდლისაგან, უკეთურნი კი განკითხვის დღისათვის შემოინახოს განსასჯელად;
- რომაელთა მიმართ 8:1ასე რომ, ახლა არ არის არავითარი სასჯელი მათთვის, რომელნიც არიან ქრისტე იესოში.
- რომაელთა მიმართ 8:33ვინ გაამტყუნებს ღვთის რჩეულთ? თვით ღმერთი ამართლებს მათ.
- რომაელთა მიმართ 8:34ანდა ვინ არის მსჯავრმდები? ქრისტე იესო მოკვდა, მაგრამ აღდგა კიდეც: იგია ღვთის მარჯვნივ, იგია მეოხი ჩვენი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 4:17მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
- ფსალმუნები 31:7ვილხენ და ვიმხიარულებ შენი წყალობით. რადგან შენ იხილე ჩემი გაჭირვება, შეიცან ტანჯვა ჩემი სულისა.
- ფსალმუნები 31:8და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 37
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში