
ფსალმუნი 21:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
ფსალმუნი 21:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 21:2 კონტექსტში
21:1გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი. უფალო, შენი სიძლიერით იხარებს მეფე და შენი შველით მოილხენს მეტად.
21:2შენ შეუსრულე მას გულის ნატვრა და სათხოვარი მისთა ბაგეთა არ უკუაგდე. სელა.
21:3რადგან წინ შეაგებე კეთილი კურთხევანი, თავზე დაადგი გვირგვინი წმინდა ოქროსი.
21:4სიცოცხლე გთხოვა და მიეცი მას, დღეგრძელობა უკუნითი უკუნისამდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 21:2
- ფსალმუნები 37:4ისიამოვნე უფლის მიერ და ის აგისრულებს გულის წადილს.
- ფსალმუნები 20:4მოგცეს შენ შენი გულისამებრ და აღგისრულოს ყოველი შენი განაზრახი.
- ფსალმუნები 20:5ვიმხიარულებთ შენი შველით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
- ფსალმუნები 2:8მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.
- ფსალმუნები 2:9შენ დალეწავ მათ რკინის კვერთხით, მეთუნის ჭურჭელივით დაამსხვრევ.
- ებრაელთა მიმართ 7:25ამიტომაც ძალუძს სრულიად იხსნას ყველა, ვინც მისი მეოხებით მიეახლება ღმერთს, რადგანაც მარად ცოცხალია მათდა მეოხად.
- ესაია 49:6თქვა: ცოტაა, ჩემი მორჩილი რომ იყავი იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად; ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს.
- ესაია 49:12აჰა, ესენი შორიდან მოდიან, აჰა, ესენი - ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან!
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 21
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში