
ფსალმუნი 37:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.
ფსალმუნი 37:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 37:8 კონტექსტში
37:6და გამოიტანს ნათელივით სიმართლეს შენსას და შენს სამართალს - შუადღესავით.
37:7დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს.
37:8მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე.
37:9რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
37:10კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 37:8
- იგავესნი 14:29სულგრძელ კაცს დიდი გონიერება ახლავს, ხელმოკლე კი სიბრიყვეს ამხელს.
- იგავესნი 16:32სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.
- იაკობის ეპისტოლე 1:19მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
- იაკობის ეპისტოლე 1:20რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
- ეფესელთა მიმართ 4:31ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად.
- ეფესელთა მიმართ 4:26მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით.
- იობი 5:2უგუნურს ღუპავს ბრაზი, ბრიყვს შური კლავს.
- კოლასელთა მიმართ 3:8ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 37
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 37 · გახსენი ბიბლიის მკითხველში