
ფსალმუნი 39:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა.
ფსალმუნი 39:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 39:11 კონტექსტში
39:9დავმუნჯდი, ბაგეს აღარ გავაღებ, რადგან შენ ჰყავი ასეთნაირად.
39:10ამარიდე სასჯელი შენი; შენი ხელის დარტყმისაგან დარბეული ვარ.
39:11თუ ცოდვისათვის მხილებით დასჯი ადამიანს, ვითარცა ჩრჩილი, გაილევა მისი მშვენება, მხოლოდ ამაოებაა ყოველი კაცი. სელა.
39:12მოისმინე ჩემი ლოცვა, უფალო, და ჩემს ვედრებას ყური მოაპყარ; ჩემი ცრემლის მიმართ ნუ დადუმდები, რადგან მწირი ვარ შენთან და ხიზანი, ვითარცა ჩემი მამა-პაპანი.
39:13განზე განმიდექ, რათა მოვმაგრდე, ვიდრე წავიდოდე და აღარ ვიქნებოდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 39:11
- იობი 13:28ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისაგან შეჭმული სამოსელი.
- ესაია 50:9აჰა, უფალი შემეწევა; ვინ გამამტყუნებს? აჰა, სამოსელივით გაცვთებიან ყველანი, ჩრჩილი შეჭამთ მათ.
- კორინთელთა მიმართ ა 11:30ამიტომ თქვენ შორის ბევრია უძლური, ბევრი - სნეული, და ბევრიც კვდება.
- კორინთელთა მიმართ ა 11:32განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.
- ებრაელთა მიმართ 12:6რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.
- გამოცხადება 3:19ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და შეინანე.
- კორინთელთა მიმართ ა 5:5სატანას მიეცეს ხორცით სატანჯველად, რათა სული ხსნილ იქნეს უფალ იესოს დღეს.
- ფსალმუნები 102:10შენი რისხვისა და გულისწყრომის გამო, რომ ამიყვანე და დამანარცხე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 39
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 39 · გახსენი ბიბლიის მკითხველში