
ფსალმუნი 4:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
ფსალმუნი 4:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 4:6 კონტექსტში
4:4ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ იქვენს საწოლებში და იყუჩეთ. სელა.
4:5შესწირეთ შესაწირავები სიმართლისა და უფალს მიენდეთ.
4:6მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
4:7შენ მიეცი სიხარული ჩემს გულს უფრო მეტი, ვიდრე მათია პურის და მაჭრის სიუხვისას.
4:8მშვიდად დავწვები და დავიძინებ, რადგან შენ, უფალო, მხოლოდ შენ მამყოფებ უშიშრად.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 4:6
- ფსალმუნები 80:19უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
- რიცხვთა 6:26უფალმა მოგაპყრას თავისი სახე და სიმრთელე მოგცეს.
- ფსალმუნები 80:7უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
- ფსალმუნები 119:135შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი.
- ფსალმუნები 67:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.
- ფსალმუნები 89:15ნეტარ არს ხალხი, მცოდნე ბუკის ხმობისა: ისინი შენი სახის შუქით იარებიან, უფალო;
- ფსალმუნები 49:16არ შეგეშინდეს, თუ გამდიდრდეს კაცი, თუ გამრავლდეს მისი სახლის დიდება.
- ფსალმუნები 49:20ადამიანი, რომელიც პატივისცემაშია და არ გაეგება, დამსგავსებულია დასაკლავ პირუტყვს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 4
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში