
ფსალმუნი 67:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.
ფსალმუნი 67:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 67:1 კონტექსტში
67:1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.
67:2რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 67:1
- ფსალმუნები 4:6მრავალნი ამბობენ: ვინ გვიჩვენებს სიკეთეს? გადმოგვაფინე შუქი შენი სახისა, უფალო!
- კორინთელთა მიმართ ბ 4:6რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
- ფსალმუნები 4:1გუნდის ლოტბარს, დავითის საგალობელი, ფსალმუნი. მიპასუხე, ოდეს მოგიხმობ, ჩემი სიმართლის ღმერთო. შევიწროების ჟამს შენ მაძლევდი გასაქანს, შემიწყალე და ისმინე ჩემი ლოცვა.
- რიცხვთა 6:24უფალმა გაკურთხოს და დაგიფაროს.
- რიცხვთა 6:27დასდონ ჩემი სახელი ისრაელიანებზე და მე ვაკურთხებ მათ.
- ფსალმუნები 31:16უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით.
- ფსალმუნები 80:1გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
- ფსალმუნები 80:3ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 67
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 67 · გახსენი ბიბლიის მკითხველში