
ფსალმუნი 41:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.
ფსალმუნი 41:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 41:11 კონტექსტში
41:9ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემ წინააღმდეგ.
41:10ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.
41:11ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.
41:12და მე ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი და შენ წინაშე დამაყენებ სამარადისოდ.
41:13კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 41:11
- კოლასელთა მიმართ 2:15ძალისაგან განძარცვა მთავრობანი და ხელმწიფებანი, საჯაროდ განაქიქა და ჯვრით იმძლავრა მათზე.
- ფსალმუნები 124:6კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
- იერემია 20:13უგალობეთ უფალს, ადიდეთ უფალი, რადგან იხსნის ღატაკის სიცოცხლეს ბოროტეულთა ხელიდან.
- ფსალმუნები 147:11ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.
- ფსალმუნები 86:17მოიმოქმედე ჩემ მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.
- ფსალმუნები 25:2ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
- ფსალმუნები 35:25ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
- ფსალმუნები 31:8და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 41
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 41 · გახსენი ბიბლიის მკითხველში