
ფსალმუნი 86:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოიმოქმედე ჩემ მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.
ფსალმუნი 86:17 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 86:17 კონტექსტში
86:15ხოლო შენ, უფალო, ღმერთო შემბრალევ და ლმობიერო, მრავლის მომთმენო, დიდმოწყალე და ჭეშმარიტი ხარ.
86:16პირი ჰქენ ჩემკენ და შემიწყალე, უბოძე შენი სიმაგრე შენს მორჩილს და იხსენი ძე შენი მხევლისა.
86:17მოიმოქმედე ჩემ მიმართ სასწაული სასიკეთო, და იხილონ ჩემმა მოძულეებმა და რცხვენოდეთ, რადგან შენ, უფალო, შემეწიე და ნუგეში მეცი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 86:17
- ფსალმუნები 41:10ხოლო შენ, უფალო, შემიწყალე, და წამომაყენე, და მე მივუზღავ მათ.
- ფსალმუნები 41:11ამით ვიცოდი, რომ გიყვარდი, რომ არ გაიხარებს მტერი ჩემზე.
- მსაჯულნი 6:17უთხრა გედეონმა: თუ მადლი ვპოვე შენს თვალში, ნიშანი რამ მომეცი, რომ შენ მელაპარაკები.
- ფსალმუნები 71:20შენ მაჩვენე მრავალი და მძიმე გაჭირვება; კვლავ გამაცოცხლე და დედამიწის უფსკრულიდან ამომიყვანე კვლავ.
- ფსალმუნები 71:21შენ გაამრავლე დიდება ჩემი და მობრუნდი ჩემს სანუგეშებლად.
- მიქა 7:8ნუ ხარობ ჩემზე, ჩემო მტერო! თუმც დაცემული ვარ, აღვდგები; თუმც ბნელში ვზივარ, უფალია ჩემი ნათელი!
- მიქა 7:10დაინახავს ამას ჩემი მტერი და სირცხვილი შეიპყრობს, რომ მეუბნებოდა, სად არის უფალი, შენი ღმერთიო? მაშინ იხილავენ მას ჩემი თვალები, როცა ქუჩის ტალახივით სათელავი გახდება.
- ფსალმუნები 71:9ნუ უკუმაგდებ სიბერის ჟამს, უძლურების დროს ნუ მიმატოვებ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 86
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 86 · გახსენი ბიბლიის მკითხველში