
ფსალმუნი 73:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
ფსალმუნი 73:26 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 73:26 კონტექსტში
73:24შენი რჩევით მიმიძღვი წინ და შემდგომ პატივით მიმიღებ.
73:25ვინ არის ჩემთვის ცაში? და შენს გარდა არავინ მსურს დედამიწაზე.
73:26ქანცგამოლეულია ჩემი სული და გული; ღმერთია ჩემი გულის სიმაგრე და ჩემი ხვედრი უკუნისამდე.
73:27რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი იღუპებიან; შენ მოსპობ ყველას, ვინც განზე განგიდგება.
73:28ხოლო ჩემთვის სასიკეთოა ღმერთთან მიახლოება; უფალ ღმერთზე ვამყარებ იმედს, რათა ვილაპარაკო ყველა შენს საქმეზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 73:26
- კორინთელთა მიმართ ბ 12:9მომიგო: „შენთვის საკმარისია ჩემი მადლიც, რადგანაც ჩემი ძალა უფრო სრულად ვლინდება უძლურებაში“. ამიტომაც მეტი ხალისით დავიქადი ჩემს უძლურებას, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:10მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
- ესაია 40:29ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს.
- ესაია 40:31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
- ფსალმუნები 138:3რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:8ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:10ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.
- ფსალმუნები 18:2და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 73
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 73 · გახსენი ბიბლიის მკითხველში