
ფსალმუნი 44:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.
ფსალმუნი 44:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 44:11 კონტექსტში
44:9მაგრამ მიგვატოვე და შეგვარცხვინე, და არ გამოდიხარ ჩვენს მხედრობასთან.
44:10უკუგვაქციე მტრისაგან და ჩვენმა მოძულეებმა გაგვძარცვეს ჩვენ.
44:11მიგვეცი ჩვენ, როგორც ცხვარი, შესაჭმელად, და დაგვფანტე ხალხებს შორის.
44:12გაჰყიდე შენი ერი სარგებლის გარეშე, და არ იდავე მათ ფასზე.
44:13მიგვეცი შესარცხვენად მეზობლებს, დასაცინად და საგინებლად - ჩვენს ირგვლივ მყოფთ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 44:11
- მეორე სთვლისაება 4:27გაგფანტავთ უფალი ერებში და მცირენი-ღა დარჩებით ხალხთა შორის, სადაც მიგიყვანთ თქვენ უფალი.
- მეორე სთვლისაება 28:64გაგფანტავთ უფალი ყველა ხალხში ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, დაუწყებ იქ სამსახურს უცხო ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდით არც შენ და არც შენი მამა-პაპა - ხესა და ქვას.
- რომაელთა მიმართ 8:36(როგორც დაიწერა: „შენთვის გვხოცავენ ყოველდღე: ცხვრებად გვთვლიან, დასაკლავად განწირულებად“).
- ესაია 11:11იმ დღეს მეორედ გაიწვდის უფალი ხელს, რომ გამოისყიდოს თავისი ერის ნატამალი, რომელიც გადაურჩება აშურს, ეგვიპტეს, ფატროსს, ქუშს, ელამს, შინეყარს, ხაბათს და ზღვისპირეთს.
- ესაია 11:12დროშას აღუმართავს ხალხებს, შეკრებს გადახვეწილ ისრაელს და ქვეყნის ოთხივე კუთხიდან თავს მოუყრის გაფანტულ იუდას.
- ეზექიელი 34:12როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს.
- იერემია 12:3მაგრამ მე მიცნობ, უფალო. მხედავ და გამოცდილი გყავს ჩემი გული. ცხვარივით გარეკე ისინი დასაკლავად და ნიშანი დაადე დახოცვის დღისთვის.
- ფსალმუნები 106:27და გაეფანტა მათი ნაშიერი ხალხებში და განებნია ისინი ქვეყნებში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 44
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 44 · გახსენი ბიბლიის მკითხველში