
ფსალმუნი 49:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
ფსალმუნი 49:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 49:6 კონტექსტში
49:4ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას,
49:5რად შემეშინდება უბედურების ჟამს, ჩემი გზების ცოდვა გარს შემომეხვევა?
49:6თავიანთი ძალით და უხვი სიმდიდრით დაიმედებულნი იტრაბახებენ.
49:7ძმა დახსნით ვერ დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 49:6
- ფსალმუნები 52:7აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
- იერემია 9:23ასე ამბობს უფალი: ნუ იკვეხნის ბრძენი თავის სიბრძნეს, ნუ იკვეხნის მამაცი თავის სიმამაცეს, ნუ იკვეხნის მდიდარი თავის სიმდიდრეს.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:17მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;
- ეზექიელი 28:4შენი სიბრძნითა და გონებით მოგიხვეჭავს დოვლათი, ოქროთი და ვერცხლით აგივსია საგანძურები,
- ეზექიელი 28:5ბრძნული ვაჭრობით გაგიმრავლებია დოვლათი და გადიდგულებულხარ შენი დოვლათით,
- მარკოზის სახარება 10:24მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
- იგავესნი 11:28თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა, მართალნი კი ფოთლებივით გაიშლებიან.
- ესთერი 5:11მოუყვა მათ ჰამანი თავისი დიდების, დოვლათისა და უამრავი შვილის ამბავს, როგორ განადიდა იგი მეფემ და როგორ აღაზევა სხვა მთავრებზე, მეფის მორჩილებზე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 49
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში