
ფსალმუნი 51:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
ფსალმუნი 51:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 51:6 კონტექსტში
51:4შენ, მხოლოდ შენ შეგცოდე და ბოროტება ჩავიდინე შენს თვალში, ამიტომ მართალი ხარ შენს სიტყვებში და სწორი - შენს სამართალში.
51:5აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი.
51:6აჰა, შენ შეიყვარე ჭეშმარიტება გულით და გამაგებინე სიბრძნე ფარული.
51:7მასხურე უსუპი და განვიწმინდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
51:8მომასმენინე ლხინი და მხიარულება, გაახარე ჩემი ძვლები, შენ რომ დათრგუნე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 51:6
- მეფეთა ა 16:7უთხრა უფალმა სამუელს: ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე დავიწუნე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც თვალში ხვდება, ხოლო უფალი გულს ხედავს.
- ფსალმუნები 15:2ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
- იობი 38:36ვინ ჩადო გულში სიბრძნე ან ვინ მისცა გონებას გამჭრიახობა?
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:4არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.
- რომაელთა მიმართ 7:22ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
- იგავესნი 2:6რადგან უფალი იძლევა სიბრძნეს და მის ბაგეთაგან არის ცოდნა და შეგნება,
- ლუკას სახარება 11:39მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.
- იაკობის ეპისტოლე 4:8მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 51
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 51 · გახსენი ბიბლიის მკითხველში