
ფსალმუნი 15:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
ფსალმუნი 15:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 15:2 კონტექსტში
15:1ფსალმუნი დავითისა. უფალო! ვინ დაისადგურებს შენს კარავში? ვინ დამკვიდრდება შენს წმიდა მთაზე?
15:2ვინც უმწიკვლოდ დადის, სიმართლის მოქმედია და ჭეშმარიტებას ლაპარაკობს თავის გულში.
15:3ვინც არავის გასჭორავს თავისი ენით, ცუდს არ გაუკეთებს მოყვასს და აუგს არ იტყვის ახლობელზე.
15:4ვის თვალშიც დამცირებულია საზიზღარი, ხოლო ღვთის მოშიშებს პატივსა სცემს; ვინც დაიფიცებს თავის საზიანოდ და არ შეცვლის;
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 15:2
- იგავესნი 28:18უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, მრუდე გზებით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა.
- კოლასელთა მიმართ 3:9ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,
- ეფესელთა მიმართ 4:25მაშ, განიშორეთ სიცრუე და თითოეული თქვენგანი ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ.
- იგავესნი 2:7მასთან არის მართალთა შეწევნა, ის არის ფარი უმწიკვლოთათვის,
- იგავესნი 2:8იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
- ფსალმუნები 34:12ვინ არის კაცი, რომელსაც სურს სიცოცხლე, უყვარს დღეგრძელობა სიკეთის სანახავად?
- ფსალმუნები 34:13შეიკავე შენი ენა სიბოროტისგან და ბაგენი შენნი - ცბიერი სიტყვებისაგან.
- იოანეს ეპისტოლე ა 3:7შვილებო, ნურავინ გაცდუნებთ; სიმართლის მოქმედი მართალია, როგორც ის არის მართალი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 15
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში