
ფსალმუნი 52:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
ფსალმუნი 52:5 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 52:5 კონტექსტში
52:3გიყვარს ბოროტება სიკეთეზე მეტად, სიცრუე - სიმართლის ლაპარაკზე მეტად. სელა.
52:4გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;
52:5ამიტომ მოგთხრის ღმერთი სამუდამოდ, გაგანადგურებს, გაგაძევებს კარვიდან და შენს ფესვს ამოძირკვავს ცოცხალთა ქვეყნიდან. სელა.
52:6ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, და გაიცინებენ მასზე:
52:7აგერ კაცი, რომელმაც ღმერთი არ მიიჩნია თავის სიმაგრედ, არამედ თავისი დიდი სიმდიდრის იმედი ჰქონდა, თავის ბოროტებაში გამაგრდა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 52:5
- იგავესნი 2:22ურჯულოები ქვეყნიდან მოიკვეთებიან და მზაკვარნი აღმოიფხვრებიან მისგან.
- ფსალმუნები 27:13რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში.
- გამოცხადება 21:8მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.
- ფსალმუნები 7:14აჰა, ჩაესახება სიმრუდე, დაორსულდება უკუღმართობით და შობს სიცრუეს.
- ფსალმუნები 7:16მისი ავგულობა მის თავზე დატრიალდება და მისი ბოროტება მის თხემზე დაეცემა.
- ესაია 22:19გადაგაყენებ შენი სამსახურიდან და გადავარდები შენი ადგილიდან.
- ესაია 38:11ვიფიქრე, ვერ ვიხილავ-მეთქი უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაზე, ვეღარ ვნახავ-მეთქი ადამიანს წუთისოფლის მცხოვრებთა შორის;
- ლუკას სახარება 16:27ხოლო მან თქვა: გევედრები, მამაო, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 52
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 52 · გახსენი ბიბლიის მკითხველში