
ფსალმუნი 58:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.
ფსალმუნი 58:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 58:2 კონტექსტში
58:1გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი. ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო?
58:2არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.
58:3გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.
58:4მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 58:2
- ფსალმუნები 94:20ნუთუ გაგიტოლდება ტახტი უკუღმართთა, უსამართლობას რომ სჩადიან შენი კანონის საწინააღმდეგოდ?
- ესაია 10:1ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,
- მიქა 3:1ვთქვი: ისმინეთ, იაკობის მთავარნო და ისრაელის სახლის მსაჯულნო! განა არა ხამს თქვენთვის სამართლის ცოდნა?
- მიქა 3:3ვინ არიან, ჩემი ხალხის ხორცს რომ ჭამენ და აძრობენ ტყავს? ვინ არიან, რომ ამტვრევენ მათ ძვლებს და აქუცმაცებენ როგორც ქვაბში და ხორცს როგორც ქოთანში?
- ეზექიელი 22:27მათი მთავრები მგლებივით გლეჯენ ნადავლს, სისხლს ღვრიან, სიცოცხლეს უსწრაფებენ ანგარებისთვის.
- იოანე 11:47მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.
- იოანე 11:53იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.
- ესაია 26:7სწორია მართალთა გზა. შენ ასწორებ მართალთა სავალს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 58
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 58 · გახსენი ბიბლიის მკითხველში