
ფსალმუნი 6:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდისლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი.
ფსალმუნი 6:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 6:1 კონტექსტში
6:1რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდისლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი.
6:2შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 6:1
- ფსალმუნები 38:1ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი. უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.
- იერემია 46:28ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო იაკობ, ამბობს უფალი, რადგან შენთანა ვარ. ბოლოს მოვუღებ ყველა ხალხს, ვისთანაც მყავხარ გაგდებული; შენ არ მოგიღებ ბოლოს, ოღონდ დაგსჯი სამართლიანად, დაუსჯელს არ დაგტოვებ.
- ფსალმუნები 118:18დასჯით დამსაჯა უფალმა, სიკვდილს კი არ მიმცა.
- იერემია 10:24დამსაჯე, უფალო, ოღონდ სიმართლით და არა რისხვით, რომ არარაობად არ მაქციო.
- კორინთელთა მიმართ ა 11:31რადგანაც ჩვენს თავს რომ განვიკითხავდეთ, აღარ ვიქნებოდით განკითხულნი.
- კორინთელთა მიმართ ა 11:32განკითხულნი კი უფლის მიერ განვისწავლებით, რათა ქვეყანასთან ერთად არ განვისაჯოთ.
- ესაია 57:16რადგან საუკუნოდ არ ვიქნები დამუქრებული და სამუდამოდ არ ვიქნები განრისხებული, რადგან ჩემგნით არის სული ხორცშესხმული და სამშვინველნი მე შევქმენი.
- ნეშტთა შორისა ა 15:21მათითიაჰუ, ელეფელეჰუ, მიკნეიაჰუ, ყობედ-ედომი, იეყიელი, ყაზაზიაჰუ ებნებს, რვა სიმიანს, სალოტბაროდ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 6
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში