
ფსალმუნი 6:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე?
ფსალმუნი 6:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 6:3 კონტექსტში
6:1რვასიმიან საკრავზე საგალობელი, გუნდისლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალო! შენი გულისწყრომით ნუ მამხილებ და შენი რისხვით ნუ დამსჯი.
6:2შემიწყალე, უფალო, რადგან უძლური ვარ; განმკურნე, უფალო, რადგან შეძრწუნდნენ ჩემი ძვლები.
6:3ჩემი სულიც შეძრწუნებულია და შენ, უფალო, როდემდე?
6:4შემობრუნდი, უფალო, გადაარჩინე ჩემი სული, მიხსენი შენი წყალობისათვის.
6:5რადგან არ არის შენი გახსენება სიკვდილში; ვიღა შეგასხამს ქვესკნელიდან ქება- დიდებას?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 6:3
- ფსალმუნები 90:13მობრუნდი, უფალო! ვიდრემდე? და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს.
- იოანე 12:27აწ შეძრწუნდა ჩემი სული და რა უნდა ვთქვა? მამაო, მიხსენ ამ ჟამისაგან; მაგრამ სწორედ ამისთვის მოვედი ამ ჟამს.
- ფსალმუნები 38:8დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
- ფსალმუნები 77:2ჩემი გაჭირვების დღეს უფალს ვეძიებ, ჩემი ხელი ღამღამობით გაწვდილია და არ ივანებს, უარს ამბობს ნუგეშისცემაზე ჩემი სული.
- ფსალმუნები 77:3გავიხსენებ ღმერთს და ვთრთი, ვისაუბრებ და უძლურდება ჩემი სული. სელა.
- ლუკას სახარება 18:7განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ?
- ფსალმუნები 22:14ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
- იგავესნი 18:14კაცის სული კურნავს სნეულებას; სულის მწუხარებას კი ვინ დაითმენს?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 6
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში