
ფსალმუნი 60:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.
ფსალმუნი 60:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 60:11 კონტექსტში
60:9ვინ შემიძღვება გამაგრებულ ქალაქში? ვინ შემიყვანს ედომში?
60:10თუ არა შენ, ღმერთო, რომელმაც მიგვატოვე და არ გამოდიხარ, ღმერთო, ჩვენს მხედრობასთან.
60:11მოგვმადლე შველა გაჭირვებაში, რადგან ამაოა ხსნა ადამიანისაგან.
60:12ღმერთის შეწევნით შევქმნით ლაშქარს, და ის დაამხობს ჩვენს მტრებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 60:11
- ფსალმუნები 146:3იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამს ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა.
- ფსალმუნები 108:12მოგვეც შეწევნა გაჭირვებაში, რადგან ამაოა შველა კაცისმიერი.
- ფსალმუნები 130:8და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.
- ფსალმუნები 124:1გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,
- ფსალმუნები 124:3მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
- ესაია 31:3კაცნია ეგვიპტელნი, არა ღმერთნი; მათი ცხენები ხორცია, არა სული. როცა უფალი მოიქნევს ხელს, წაიფორხილებს შემწე და დაეცემა შეწევნილიც. და ყველანი ერთიანად დაიღუპებიან.
- ესაია 30:7ეგვიპტის შემწეობა ფუჭი და ამაოა, ამიტომ შევარქვი მას უქმად მოტრაბახე.
- ფსალმუნები 62:1გუნდის ლოტბარს, იედუთუნისათვის. ფსალმუნი დავითისა. მხოლოდ ღმერთისადმია მდუმარება ჩემი სულისა; მისგან არის ჩემი ხსნა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 60
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 60 · გახსენი ბიბლიის მკითხველში