გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 63

1ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.

2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.

3რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.

4ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.

5ვითარცა ცხიმით და სიმსუქნით დამსუყდეს სული ჩემი.

6როცა გიხსენებ ჩემს სარეცელზე, მთელ ღამეებს ვიფიქრებ შენზე.

7რადგან იყავი დამხმარე ჩემი, შენს ჩრდილქვეშ მოვილხენ.

8შენ მოგტმასნია სული ჩემი; ჩემი საყრდენია მარჯვენა შენი.

9ხოლო ისინი, ვინც ჩემი სულის დაღუპვას ეძებენ, ქვესკნელში შთავლენ.

10მახვილის წერა გახდებიან, მელების კერძი შეიქმნებიან.

11მეფე კი გაიხარებს, ღმერთის მიერ იქება ყველა, ვინც მას ფიცავს, რადგან დაიგმანება ტყუილის მოლაპარაკეთა პირი.

საქართველოს საპატრიარქო