
ფსალმუნი 64:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა.
ფსალმუნი 64:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 64:6 კონტექსტში
64:4რათა საფრიდან ესროლონ უდანაშაულოს; მოულოდნელად ესვრიან და არ ეშინიათ.
64:5ძალას მოიკრებენ ცუდი საქმისათვის, მოითათბირებენ მახეების დაგებას, ამბობენ: ვინ შეამჩნევს მათ?
64:6ეძიებენ სიმრუდეს, ძიებას ძიებით ასრულებენ, ხოლო შიგნეული კაცისა და გული ღრმაა.
64:7და ესვრის ღმერთი ისარს, უეცრად დაწყლულდებიან.
64:8საკუთარი ენა დაამარცხებს მათ; გაიფანტება ყოველი მათი მხილველი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 64:6
- იერემია 17:9უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
- იერემია 17:10მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.
- დანიელი 6:4მაშინ მთავრებმა და სატრაპებმა საბაბს დაუწყეს ძებნა, რომ დანიელისთვის სამეფოს მართვის საქმეში ბრალი დაედოთ. მაგრამ რაიმე საბაბისა და შეცოდების პოვნა ვერ იქნა და ვერ მოახერხეს, რადგან ერთგული იყო იგი და რაიმე შეცდომა ან დანაშაული არ აღმოაჩნდა.
- დანიელი 6:5მაშინ ამ კაცებმა თქვეს: დანიელს ვერავითარ ბრალს ვერ ვუპოვნით, მისი საწინააღმდეგო მისივე ღმერთის რჯულში თუ არ ვიპოვეთო.
- მათეს სახარება 26:59ხოლო მღვდელმთავარნი, უხუცესნი და მთელი სინედრიონი ცრუ მოწმობას ეძებდნენ იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი,
- ფსალმუნები 5:9რადგან არ არის ჭეშმარიტება მათს ბაგეებში, ბილწია მათი შიგნეულობა, მათი ხორხი ღია საფლავია, მათი ენები ქლესაობენ.
- ფსალმუნები 35:11აღდგებიან ჩემ მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.
- იოანე 18:29გამოვიდა მათთან პილატე და თქვა: რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 64
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 64 · გახსენი ბიბლიის მკითხველში