გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 67

1გუნდის ლოტბარს, სიმებიან საკრავზე, ფსალმუნი - გალობა. ღმერთი შეგვიწყალებს და გვაკურთხებს ჩვენ, გამოგვიშუქებს თავის სახეს. სელა.

2რათა შეიტყონ ქვეყნიერებაზე, რომ შენი გზა ყველა ხალხისათვის შველაა.

3გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები ერთიანად.

4გაიხარებენ და ილხენენ ერები, რადგან გაასამართლებ ხალხებს სისწორით და ერებს ქვეყანაზე წაუძღვები. სელა.

5გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.

6მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.

7გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.

საქართველოს საპატრიარქო