
ფსალმუნი 67:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.
ფსალმუნი 67:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 67:7 კონტექსტში
67:5გიწამებენ ხალხები, ღმერთო, გიწამებენ ხალხები მათიანად.
67:6მიწამ მოგვცა ნაყოფი თვისი; გვაკურთხოს ღმერთმა, ჩვენმა ღმერთმა.
67:7გვაკურთხოს ღმერთმა და ეშინოდეთ მისი დედამიწის კიდით-კიდემდე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 67:7
- ფსალმუნები 22:27გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
- ესაია 45:22ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა.
- მოციქულთა საქმენი 13:26კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენ შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
- ფსალმუნები 65:5საშიშარო, სიმართლით გვიპასუხე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, სასოებავ დედამიწის ყველა კუთხისა და შორეული ზღვის მცხოვრებთა.
- შესაქმე 12:2გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენს სახელს და კურთხეული იქნები.
- შესაქმე 12:3ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს; კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა.
- გამოცხადება 15:4ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
- მოციქულთა საქმენი 13:47რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 67
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 67 · გახსენი ბიბლიის მკითხველში