
ფსალმუნი 68:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.
ფსალმუნი 68:26 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 68:26 კონტექსტში
68:24ნახეს შენი სვლა, ღმერთო, სვლა ჩემი ღმერთისა,
68:25წინ წარდგნენ მგალობლები, უკან - მემუსიკენი,
68:26კრებულთა შორის ადიდეთ ღმერთი უფალი წყაროდან ისრაელისა.
68:27იქ ბენიამინი - უმრწემესი, წინ წახტა; იუდას თავადებმა ქვები დაუშინეს, ზებულონის თავადებმა, ნაფთალის თავადებმა.
68:28შენმა ღმერთმა მოგაკუთვნა შენ ძალა, ღმერთო, განამტკიცე ის, რაც მოიმოქმედე ჩვენთვის.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 68:26
- ესაია 48:1ისმინე ეს, იაკობის სახლო, ისრაელის სახელით წოდებულნო, იუდას წყლებიდან გამოსულნო, უფლის სახელის მოფიცარნო, ისრაელის ღმერთს რომ ახსენებთ, თუმცა არა ჭეშმარიტებით და არა სიმართლით!
- მეორე სთვლისაება 33:28დავანებულია უზრუნველად ისრაელი, მარტო; იაკობის წყარო რწყავს პურის ყანებს და ვენახებს, მისი ციდანაც წვეთავს ცვარი.
- ფსალმუნები 26:12სწორ გზაზე დგას ჩემი ფეხი; საკრებულოებში ვადიდებ უფალს.
- ფსალმუნები 111:1ადიდეთ უფალი. ვადიდებ უფალს მთელი გულით წმიდანთა შეკრებილობასა და თემში.
- ფსალმუნები 135:19ისრაელის სახლო, აკურთხეთ უფალი; აარონის სახლო, აკურთხეთ უფალი!
- ფსალმუნები 135:21კურთხეულია უფალი სიონიდან, დამკვიდრებული იერუსალიმში. ადიდეთ უფალი!
- იგავესნი 5:16გარეთ იღვრებოდეს შენი წყაროები, მოედნებზე - წყლის ნაკადები.
- ნეშტთა შორისა ა 16:7იმ დღეს მაშინ შეასხა დავითმა პირველად ხოტბა უფალს, ასაფისა და მისი ძმების ხელით:
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 68
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 68 · გახსენი ბიბლიის მკითხველში