
ფსალმუნი 69:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.
ფსალმუნი 69:14 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 69:14 კონტექსტში
69:12ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.
69:13და მე ვლოცულობ შენ მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.
69:14მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.
69:15ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.
69:16მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 69:14
- ფსალმუნები 144:7გამოიწოდე შენი ხელი მაღლიდან; მიხსენი და გადამარჩინე მრავალ წყალთაგან, უცხო ტომთა ხელიდან.
- იერემია 38:6აიყვანეს იერემია და ჩააგდეს უფლისწულ მალქიას ჭაში, საყარაულო ეზოში რომ იყო. ბაწრებით ჩაუშვეს შიგ იერემია. წყალი არ იდგა ჭაში, მხოლოდ შლამი იყო და ჩაეფლო იერემია შლამში.
- იერემია 38:13ამოათრიეს იერემია თოკებით და ამოიყვანეს ჭიდან. და დარჩა იერემია საყარაულო ეზოში.
- ფსალმუნები 109:21ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემ მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,
- ფსალმუნები 69:1გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.
- ფსალმუნები 69:2ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.
- ფსალმუნები 69:15ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.
- მარკოზის სახარება 15:34მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 69
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 69 · გახსენი ბიბლიის მკითხველში