
ფსალმუნი 69:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე.
ფსალმუნი 69:23 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 69:23 კონტექსტში
69:21და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი.
69:22იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს - მახედ.
69:23დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე.
69:24გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ.
69:25სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 69:23
- დანიელი 5:6მაშინ ფერი ეცვალა მეფეს, ფიქრები აერია, ბარძაყის სახსრები დაუდუნდა, მუხლები აუკანკალდა.
- ესაია 6:9თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით თხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
- ესაია 6:10უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.
- რომაელთა მიმართ 11:10დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“.
- იერემია 30:6იკითხეთ, მიიხედ-მოიხედეთ, თუ შობს მამაკაცი? რატომღა ვხედავ, რომ წელზე უჭირავს ხელები ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით და ყველას მწვანე ფერი დასდებია სახეზე?
- ესაია 21:3ამიტომ მიცახცახებს ნაწლავები, მშობიარის ტკივილებმა შემიპყრო, კრუნჩხვისაგან არაფერი მესმის, შეშფოთებისგან ვერაფერს ვხედავ.
- ესაია 21:4გული მითრთის, მზარავს შიში, სიამის საღამო ძრწოლად გადამექცა.
- მეორე სთვლისაება 28:65ვერ იგრძნობ შვებას იმ ხალხში და არ ექნება შესვენება შენს ფეხებს. გარგუნებს იქ უფალი მხდალ გულს, დავსებულ თვალებს და მწუხარე სულს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 69
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 69 · გახსენი ბიბლიის მკითხველში