
ფსალმუნი 7:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
ფსალმუნი 7:10 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 7:10 კონტექსტში
7:8უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.
7:9შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!
7:10ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.
7:11ღმერთი მართალი მსაჯულია და ღმერთი - რისხვის მფრქვეველი ყოველდღე.
7:12მახვილს გალესავს - თუ არ მორჯულდა, შვილდს მოზიდავს და დაუმიზნებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 7:10
- იგავესნი 28:18უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, მრუდე გზებით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა.
- ფსალმუნები 125:4სიკეთე უყავ, უფალო, კეთილებს და გულმართლებს.
- ფსალმუნები 84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- იგავესნი 11:20გულმრუდი კაცი სიბილწეა უფლის წინაშე, უმწიკვლოთა გზა კი სათნოა მისთვის.
- შესაქმე 15:1ამ ამბების შემდეგ უფლის სიტყვა გამოეცხადა ხილვაში აბრამს: ნუ გეშინია, აბრამ! მე ვარ ფარი შენი! დიდზე დიდი იქნება შენი ჯილდო.
- იგავესნი 2:21რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.
- იობი 8:6თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.
- ფსალმუნები 3:3და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 7
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში