
ფსალმუნი 71:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
ფსალმუნი 71:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 71:2 კონტექსტში
71:1შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს.
71:2შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
71:3იყავი ჩემთვის კლდოვანი თავშესაფარი, რომ მოვდიოდე შენთან მარადჟამს; გაეცი ბრძანება ჩემს საშველად, რადგან ჩემი ბურჯი და ჩემი სიმაგრე ხარ.
71:4ღმერთო ჩემო, მიხსენი ბოროტის ხელისაგან, უკანონობის მოქმედისა და მმარცველის ხელისაგან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 71:2
- ფსალმუნები 31:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.
- ფსალმუნები 17:6მე მოგიხმობ, რადგან მომისმენ, ღმერთო; ყური მომაპყარ, მოისმინე ჩემი სიტყვები.
- ფსალმუნები 116:1მიყვარს, რომ ისმენს უფალი ჩემს ხმას, ჩემს ვედრებას.
- ფსალმუნები 116:2რომ მომაპყრო ყური და ჩემი დღენი მოვუხმობ მას.
- ფსალმუნები 143:11და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.
- ფსალმუნები 34:15უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ და მისი ყურები - მათი ლოცვისაკენ.
- ფსალმუნები 143:1და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან, რადგან ვერ გამართლდება შენ წინაშე ვერც ერთი არსება.
- დანიელი 9:16უფალო, მთელი შენი სიმართლით გაერიდოს შენი რისხვა და წყრომა შენს ქალაქს - იერუსალიმს, შენს წმიდა მთას; ვინაიდან ჩვენი ცოდვებისა და ჩვენი მამა-პაპის უკეთურების გამო არიან იერუსალიმი და შენი ერი შეგინებულნი ყველა ჩვენს გარშემო მყოფთაგან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 71
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 71 · გახსენი ბიბლიის მკითხველში