
ფსალმუნი 143:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.
ფსალმუნი 143:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 143:11 კონტექსტში
143:9მასწავლე შესრულება შენი ნებისა, რადგან შენ ჩემი ღმერთი ხარ. შენი კეთილი სული წამიძღვეს სიმართლის ქვეყანაში.
143:10შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
143:11და შენი წყალობით მოსპე ჩემი მტრები, და დაღუპე ყოველი მჩაგვრელი ჩემი სულისა, რადგან მე მორჩილი ვარ შენი.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 143:11
- ფსალმუნები 31:1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.
- ეფესელთა მიმართ 2:4მაგრამ წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავისი უშრეტი სიყვარულით რომ შეგვიყვარა,
- ეფესელთა მიმართ 2:5ბრალეულობით მკვდარნი ქრისტესთან ერთად გაგვაცოცხლა (მადლით ხართ გამოხსნილნი),
- გამოცხადება 7:14მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
- გამოცხადება 7:17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
- ფსალმუნები 71:2შენი სიმართლით მიხსენი და გადამარჩინე, ყური მომაპყარ და მიშველე.
- ფსალმუნები 119:25მტვერს მიეკრა სული ჩემი; მაცოცხლე შენი სიტყვისამებრ.
- ფსალმუნები 119:37ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 143
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 143 · გახსენი ბიბლიის მკითხველში