
ფსალმუნი 72:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
ფსალმუნი 72:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 72:8 კონტექსტში
72:6იგი ჩამოვა, როგორც წვიმა მოთიბულ მდელოზე. როგორც წვეთები, მიწას რომ რწყავენ.
72:7მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
72:8და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
72:9მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
72:10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 72:8
- გამოსვლა 23:31დაგიდებ საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, უდაბნოდან მდინარემდე, როდესაც ხელში ჩაგაგდებინებ ქვეყნის მკვიდრთ და მოიშორებ მათ.
- ზაქარია 9:10ამოვაგდებ ეტლებს ეფრემიდან და ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი. მშვიდობას გამოუცხადებს უფალი ხალხებს და დამყარდება მისი ხელმწიფება ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან ქვეყნის ბოლომდე.
- ფსალმუნები 2:8მთხოვე და მოგცემ ხალხებს სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეებს - სამკვიდრებლად.
- ფსალმუნები 89:25ზღვას გადავაწვდენ მის ხელს და მდინარეებს - მის მარჯვენას.
- ფსალმუნები 80:11ტოტები გაიტანა ზღვამდე და მდინარემდე - ყლორტები თვისი.
- ფსალმუნები 22:27გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
- ფსალმუნები 22:28რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
- ფსალმუნები 89:36მისი ნაშიერი მარადჟამს იქნება და მისი ტახტი, ვითარცა მზე, ჩემს პირისპირ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 72
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 72 · გახსენი ბიბლიის მკითხველში