
ფსალმუნი 72:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
ფსალმუნი 72:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 72:9 კონტექსტში
72:7მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს.
72:8და იბატონებს ზღვიდან ზღვამდე და მდინარიდან დედამიწის კიდემდე.
72:9მის წინაშე ქედს მოიდრეკენ უდაბნოს მცხოვრებნი და მისი მტრები მტვერს ალოკავენ.
72:10თარშიშისა და კუნძულთა მეფენი ხარკს მოუტანენ მას; არაბეთისა და შებას მეფენი ძღვენს მოართმევენ.
72:11და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 72:9
- ესაია 49:23მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს.
- მიქა 7:17მტვერს დაუწყებენ ლოკვას გველივით, ქვეწარმავალივით; აკანკალდებიან თავიანთ ციხე-კოშკებში; შიშის ზარი ექნებათ უფლის, ჩვენი ღვთისა და შენიც შეეშინდებათ.
- ფსალმუნები 21:8შენი ხელი მისწვდება ყველა მტერს შენსას, მარჯვენა გაანადგურებს შენს მოძულეებს.
- ფსალმუნები 21:9ცეცხლოვან თონეს დაამსგავსებ მათ შენი რისხვის ჟამს; უფალი თავისი რისხვით დასწვავს, ხოლო ცეცხლი შთანთქავს მათ.
- ესაია 35:1მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება.
- ესაია 35:2აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს.
- ფსალმუნები 110:1დავითისფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
- ფსალმუნები 22:29ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 72
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 72 · გახსენი ბიბლიის მკითხველში