
ფსალმუნი 73:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
ფსალმუნი 73:8 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 73:8 კონტექსტში
73:6ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
73:7სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
73:8ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
73:9მათი პირი ცას მისწვდა და მათი ენა დედამიწაზე დაიარება.
73:10ამიტომ ბრუნდება მისი ერი აქ და სვამენ წყალს სავსე თასიდან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 73:8
- იუდას ეპისტოლე 1:16ისინი არიან მდრტვინავნი, მოდავენი, თავიანთ გულისთქმას აყოლილნი, მაღალფარდოვნად მოუბარნი და - ანგარების გამო - პირფერნი.
- ფსალმუნები 17:10ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
- ფსალმუნები 10:2რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:10უპირატესად კი ბილწ ხორციელ ვნებებს აყოლილნი, უფლებათა შეურაცხმყოფელნი, თავხედნი, კადნიერნი და დიდებათა ურიდად მგმობნი.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 2:18ვინაიდან თავიანთი მაღალფარდოვანი ფუჭსიტყვაობით ხორციელ გულისთქმათა სიბილწეში იტყუებენ იმათ, რომელნიც ოდნავ ჩამორჩნენ საცდურში დანთქმულთ.
- ფსალმუნები 12:4მოსპობს უფალი ქლესა ბაგეებს, გოროზად მოლაპარაკე ენებს.
- ფსალმუნები 12:5რომელნიც ამბობენ: ჩვენი ენებით ვიმძლავრებთ, ბაგენი ჩვენი ჩვენთანაა; ვინ გვიბატონებს?
- იერემია 7:9ქურდობთ, კაცისმკვლელობთ, ბოზობთ, ცრუდ იფიცავთ, ბაალს უკმევთ, მისდევთ უცხო ღმერთებს, რომელთაც არც იცნობდით,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 73
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 73 · გახსენი ბიბლიის მკითხველში