
ფსალმუნი 73:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
ფსალმუნი 73:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 73:7 კონტექსტში
73:5ადამიანის სიძნელეებს არ განიცდიან და სხვა ადამიანებთან არ ტვირთმძიმობენ.
73:6ამიტომ მძივივით გარს შემოერტყა მათ ამპარტავნობა და ძალადობა სამოსელივით ჩაიცვეს.
73:7სიმსუქნისაგან თვალები გადმოკარკლეს, გულები აევსოთ სიბრიყვით.
73:8ყველას დასცინიან და ბოროტად ლაპარაკობენ ძალადობაზე, ქედმაღლურად ლაპარაკობენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 73:7
- ფსალმუნები 17:10ისინი ქონში ჩაიკეტნენ, მათი ბაგეები ამპარტავნობით ლაპარაკობენ,
- იობი 15:27რადგან თავისი ცხიმით დაიფარა სახე და ქონი მოიდო თირკმელებზე.
- იერემია 5:28გასუქდნენ, გადაიპოხნენ, ბოროტებაშიც კი დაწინაურდნენ; სასამართლოში საქმეს არ არჩევენ, ობლის საქმეს, რომ ეშველოს რამე, უპოვართა სამართალს არ განიკითხავენ.
- ფსალმუნები 73:12აჰა, ეს ბოროტნი, უზრუნველნი ამა სოფლისა, იხვეჭენ დოვლათს.
- ეზექიელი 16:49აჰა, ეს იყო შენი დის, სოდომის, დანაშაული: ამპარტავნობა, ღორმუცელობა და უდარდელობა მისი და მისი ასულებისა; ღარიბ-ღატაკს ხელს არ უმართავდნენ.
- ლუკას სახარება 12:16და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;
- ლუკას სახარება 12:19და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს დაგროვებული და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე.
- მეფეთა ა 25:36მეორე დილით, როცა ღვინო გამოუნელდა ნაბალს, ყველაფერი უამბო მას ცოლმა. გული ჩაუკვდა მკერდში ნაბალს და ქვასავით გახდა კაცი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 73
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 73 · გახსენი ბიბლიის მკითხველში