
ფსალმუნი 77:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?
ფსალმუნი 77:13 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 77:13 კონტექსტში
77:11გავიხსენებ უფლის საქმეებს, რადგანაც მახსოვს შენი ძველი სასწაულები.
77:12ჩავუკვირდები ყველა შენს ნამოქმედარს და შენს საქმეებზე ვისაუბრებ.
77:13ღმერთო! წმიდაა შენი გზა. რომელი ღმერთია ჩვენი ღმერთივით დიდი?
77:14შენა ხარ ღმერთი, სასწაულის მოქმედი; შენ გამოავლინე ხალხთა შორის ძლიერება შენი.
77:15შენი მკლავით დაიხსენი შენი ერი - ძენი იაკობისა და იოსებისა. სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 77:13
- ფსალმუნები 73:17ვიდრე მოვიდოდი ღვთის ტაძარში და გავიგებდი მათ ბოლოს.
- გამოსვლა 15:11ვინ არს შენი მსგავსი, უფალო, ღმერთთა შორის? ვინ არის, შენს მსგავსად რომ იყოს ძლიერი სიწმიდით, ქებათა ღირსი, სასწაულმოქმედი?
- ესაია 40:25ვის შემადარებთ, რომ გავუტოლდე? ამბობს წმიდა.
- ფსალმუნები 89:6რადგან ვინ შეედრება ცაში უფალს? ვინ მიემსგავსება უფალს ღვთის შვილებში?
- ფსალმუნები 89:8უფალო, ღმერთო ძალთაო! ვინ არის შენებრ მედგარი, უფალო? და შენი ჭეშმარიტება შენს გარშემოა.
- მეორე სთვლისაება 32:31რადგან არა ჰგავს ჩვენს მფარველს მათი მფარველი, ჩვენმა მტრებმა განსაჯონ თავად.
- ფსალმუნები 27:4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
- ფსალმუნები 63:2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 77
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 77 · გახსენი ბიბლიის მკითხველში