
ფსალმუნი 63:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
ფსალმუნი 63:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 63:2 კონტექსტში
63:1ფსალმუნი დავითისა. იუდას უდაბნოში ყოფნის დროს. ღმერთო! შენ ხარ ჩემი ღმერთი, ცისკრის ჟამიდან გეძებ, სწყურიხარ ჩემს სულს. შენზე ნაღვლობს ჩემი სული უკაცრიელ და გამოფიტულ, უწყლო მიწაზე.
63:2ასე გიხილე წმიდაში, რათა მენახა სიძლიერე და პატიოსნება შენი.
63:3რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ.
63:4ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 63:2
- ფსალმუნები 27:4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
- ფსალმუნები 105:4ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
- ფსალმუნები 84:2ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
- ფსალმუნები 84:11რადგან მზე და ფარია უფალი ღმერთი. მადლსა და ღირსებას მისცემს უფალი, სიკეთეს არ მოაკლებს უბიწოდ მოარულთ.
- ფსალმუნები 96:6მშვენება და ბრწყინვალებაა მის წინაშე, სიძლიერე და მომხიბლაობა - მის ტაძარში.
- ნეშტთა შორისა ა 16:11ეძიეთ უფალი და ძლიერება მისი, ეძიეთ პირი მისი მარადის.
- მეფეთა ა 4:21დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.
- მეფეთა ა 4:22თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, რადგან წაღებულია ღვთის კიდობანი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 63
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 63 · გახსენი ბიბლიის მკითხველში