
ფსალმუნი 77:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?
ფსალმუნი 77:7 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 77:7 კონტექსტში
77:5ვიგონებდით ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
77:6გავიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.
77:7ნუთუ საუკუნოდ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მოისურვებს?
77:8ნუთუ სამუდამოდ გაქრა მისი წყალობა, დამთავრდა მისი სიტყვა თაობიდან თაობამდე?
77:9ნუთუ დაივიწყა შებრალება ღმერთმა? ნუთუ რისხვით უარყო სიბრალული? სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 77:7
- ფსალმუნები 85:1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა.
- ფსალმუნები 89:46როდემდე დაგვემალები, უფალო, განუწყვეტლივ, ააგზნებ ცეცხლივით შენს მრისხანებას?
- გლოვა იერემიასი 3:31არ გასწირავს საუკუნოდ უფალი;
- გლოვა იერემიასი 3:32კიდეც დასტანჯავს და კიდეც შეიბრალებს დიდი წყალობით;
- ფსალმუნები 85:5ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?
- რომაელთა მიმართ 11:1ამრიგად, ვამბობ: ნუთუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი? არამც და არამც. რადგან მეც ისრაელიტი ვარ, აბრაამის თესლისაგან, ბენიამინის ტომიდან.
- რომაელთა მიმართ 11:2არ უარუყვია ღმერთს თავისი ხალხი, რომელიც წინასწარ იცნო. ან იქნებ არ იცით, რას ამბობს წერილი ელიაზე? როგორ შესჩივის ღმერთს ისრაელის გამო:
- ფსალმუნები 13:1ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 77
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 77 · გახსენი ბიბლიის მკითხველში