
ფსალმუნი 78:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
ფსალმუნი 78:18 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:18 კონტექსტში
78:16გადმოადინა ნაკადები კლდისაგან და წამოვიდნენ წყლები მდინარეებივით.
78:17ისინი კი განაგრძობდნენ შეცოდებას მის მიმართ, აბრაზებდნენ უზენაესს უდაბნოში.
78:18ცდიდნენ ღმერთს თავიანთ გულში, როს ხორაგეულს მოითხოვდნენ თავის სულისთვის.
78:19და ლაპარაკობდნენ ღმერთზე, ამბობდნენ: შეიძლებს ღმერთი უდაბნოში ტაბლის გამართვას?
78:20ჰა, კლდეს დაჰკრა და გადმოსკდა წყალი და გადმოინთხა ნაკადები. პურის მოცემაც თუ ძალუძს? ხორცს თუ მოუმზადებს თავის ხალხს?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:18
- რიცხვთა 11:4ჭრელი ბრბო, მათ შორის რომ იყო, აჰყვა გულისთქმას. ატირდნენ ისრაელიანებიც და ამბობდნენ: ვინ გვაჭმევს ხორცს?
- მეორე სთვლისაება 6:16ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც გამოცადეთ იგი მასაში.
- კორინთელთა მიმართ ა 10:9ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ.
- ფსალმუნები 106:14და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
- ფსალმუნები 106:15და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
- კორინთელთა მიმართ ა 10:6ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.
- ფსალმუნები 95:9რომ გამომცადეს თქვენმა მამებმა, გამომცადეს და იხილეს ჩემი ნამოქმედარი.
- გამოსვლა 16:2შესჩივლა ისრაელიანთა მთელმა საზოგადოებამ მოსეს და აარონს უდაბნოში.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში