
ფსალმუნი 106:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
ფსალმუნი 106:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 106:15 კონტექსტში
106:13აჩქარდნენ, დაივიწყეს საქმენი მისნი, არ დაელოდნენ მის რჩევას.
106:14და აჰყვნენ გულისთქმას უდაბნოში და გამოსცადეს ღმერთი უკაცრიელ ადგილას.
106:15და შეუსრულა თხოვნა მათი და მოუვლინა სიმჭლევე მათ სულებს.
106:16და შური აღეძრათ მოსეს მიმართ ბანაკში, უფლის წმიდანის აარონის მიმართ.
106:17გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 106:15
- ესაია 10:16ამიტომ სიმჭლევეს მოუვლენს მეუფე, ცაბაოთ უფალი მის ნასუქალებს და მისი დიდების ქვეშ ცეცხლის ხანძარივით ატყდება ხანძარი.
- რიცხვთა 11:31ატყდა ქარი უფლისაგან და მორეკა ზღვიდან მწყრები და ერთი დღის სავალზე დაჰყარა ბანაკის ირგვლივ. თითქმის ორ წყრთაზე დაფარეს მიწა.
- რიცხვთა 11:34დაერქვა სახელად ამ ადგილს კიბროთ-ჰათაავა (სიხარბის სამარხები), რადგან აქ დამარხეს დახარბებული ხალხი.
- ფსალმუნები 78:29ჭამეს და გაძღნენ მეტისმეტად, და შეუსრულა სურვილი მათი.
- ფსალმუნები 78:31რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
- ესაია 24:16ქვეყნის კიდიდან გვესმის გალობა: დიდება მართალს! მაგრამ მე ვთქვი: ვაგლახ მე! ვაგლახ მე! ვაი მე! მზაკვარნი მზაკვრობენ, მზაკვარნი ზაკვით იმოსებიან.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 106
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 106 · გახსენი ბიბლიის მკითხველში