
ფსალმუნი 78:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
ფსალმუნი 78:32 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:32 კონტექსტში
78:30ჯერ არ მოყირჭებოდათ სურვილი, საჭმელი კიდევ პირში ჰქონდათ;
78:31რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
78:32მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
78:33და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.
78:34როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:32
- იოანე 12:37ამდენი სასწაული მოახდინა მათ წინაშე, მაგრამ არ იწამეს იგი.
- ფსალმუნები 78:22რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
- რიცხვთა 14:1ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
- რიცხვთა 14:45დაეშვნენ იმ მთის მცხოვრები ყამალეკები და ქანაანელები, სძლიეს მათ და ხორმამდე გარეკეს.
- რიცხვთა 21:1გაიგო ქანაანელმა, ყარადის მეფემ, ნეგების მკვიდრმა, რომ ათარიმის გზით მოდიოდა ისრაელი, შეებრძოლა ისრაელს და მოსტაცა ტყვეები.
- რიცხვთა 21:6მიუსია უფალმა ხალხს შხამიანი გველები და მათ დაკბინეს ხალხი. ბევრი გაწყდა ისრაელში.
- ფსალმუნები 78:11გადაივიწყეს მისი საქმენი და სასწაულნი, მათ რომ მოუვლინა.
- ეზექიელი 20:13მაგრამ ამიჯანყდა ისრაელის სახლი უდაბნოში, არ მიჰყვებოდა ჩემს წესებს და შეიძულა ჩემი სამართალი, რომელიც უნდა შეესრულებინა, რომ ეცოცხლა; და შელახა მეტისმეტად ჩემი შაბათები. ვთქვი, გადმოვანთხევ-მეთქი მათზე რისხვას უდაბნოში მათ დასაღუპად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში