
ფსალმუნი 78:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.
ფსალმუნი 78:33 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:33 კონტექსტში
78:31რომ ღმერთის რისხვა აღიძრა მათზე და ამოხოცა სხვებზე მსუქნები და ჩააჩოქა რჩეულები ისრაელისა.
78:32მაინც შესცოდეს კიდევ და არ ირწმუნეს მისი სასწაულები.
78:33და დაასრულა ამაოებით მათი დღეები და მათი წლები ძრწოლით.
78:34როცა ხოცავდა, მაშინ მოიძიებდნენ მას. და ბრუნდებოდნენ და მიმართავდნენ ღმერთს.
78:35და იხსენიებდნენ, რომ ღმერთი მათი სიმაგრეა და უზენაესი ღმერთი მათი მხსნელია.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:33
- რიცხვთა 14:35მე, უფალი, გეუბნებით: ნახავთ, თუ ამგვარად არ მოვექეცი მთელ ამ ბოროტ საზოგადოებას, რომელიც შეთქმულია ჩემ წინააღმდეგ. ამ უდაბნოში გათავდებიან და აქ დაიხოცებიან.
- რიცხვთა 14:29ამ უდაბნოში ეყრება თქვენი გვამები, ყველასი, ვინც აღრიცხული ხართ, ოცი წლიდან მოყოლებული, ვინც მებუზღუნებოდით.
- რიცხვთა 26:64მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში:
- რიცხვთა 26:65რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. თავი ოცდამეშვიდე
- იობი 5:6რადგან სატკივარი მტვერიდან არ ამოდის და მიწიდან არ აღმოცენდება სატანჯველი.
- იობი 5:7ადამიანი სატანჯველად იბადება და ნაბერწკლებივით მაღლა მიისწრაფის.
- ეკლესიასტე 12:8ამაოება ამაოებათა, თქვა ეკლესიასტემ, ყოველივე ამაო.
- ეკლესიასტე 1:13ვიწყე კვლევა გულმოდგინებით, გონებით განსჯა ყოველივესი, რაიც მომხდარა ცისქვეშეთში; ეს მძიმე საქმე მიუჩინა უფალმა ადამის ძეთ სატანჯველად.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში