
ფსალმუნი 78:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.
ფსალმუნი 78:39 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:39 კონტექსტში
78:37ხოლო არ იყო მათი გული წრფელი მასთან და არც მის აღთქმას ერწმუნებოდნენ.
78:38და ის, გულმოწყალე, შეუნდობს ცოდვას და არ მოსპობს, მრავალჯერ უკუაგდებს თავის რისხვას და არ აღაგზნებს მთელ თავის გულისწყრომას.
78:39გაიხსენებს, რომ ხორციელნი არიან ისინი, სული, რომელიც გარდავა და აღარ ბრუნდება.
78:40რამდენჯერ გაუჯიუტდნენ უდაბნოში, განარისხეს უკაცრიელ ადგილას.
78:41ბრუნდებოდნენ და სცდიდნენ უფალს და შეურაცხყოფდნენ სიწმიდეს ისრაელისას.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:39
- შესაქმე 6:3თქვა უფალმა ღმერთმა: არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი ასოცი წელი.
- იაკობის ეპისტოლე 4:14მაგრამ ის კი არ იცით, რა გელით ხვალ, ვინაიდან რა არის თქვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც წამით ჩანს და მსწრაფლ განქარდება,
- იობი 7:7გახსოვდეს, ქარია ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის სანახავად;
- იობი 7:16მომძულდა! არ ვიცოცხლებ სამარადისოდ. დამეხსენი, რადგან ფუჭია ჩემი სიცოცხლე.
- ფსალმუნები 103:14რადგან უწყის აგებულება ჩვენი, ახსოვს, რომ მტვერი ვართ ჩვენ.
- ფსალმუნები 103:16ქარი გადაუქროლებს და - აღარ არის და ვეღარავინ იცნობს მის ნაალაგევს.
- იობი 10:9გაიხსენე, თიხისგან რომ შემქმენი და მტვრად რომ მაქცევ!
- იოანე 3:6ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში