
ფსალმუნი 78:63 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.
ფსალმუნი 78:63 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:63 კონტექსტში
78:61და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
78:62და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
78:63მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.
78:64მისი მღვდლები ხმლით დაეცნენ და მის ქვრივებს არ უტირიათ.
78:65და გაიღვიძა, ვითარცა მძინარემ, უფალმა, როგორც დევგმირმა, ღვინისაგან გამოფხიზლებულმა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:63
- იერემია 7:34გავაუქმებ იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში ხმას მხიარულებისას და ხმას სიხარულისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას, რადგან გაუდაბურდება მთელი ქვეყანა.
- იერემია 16:9რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, გავაუქმებ ამ ადგილას თქვენს თვალწინ და თქვენს მოსწრებაში - ხმას შვებისას და ხმას მხიარულებისას, ხმას სიძისას და ხმას პატარძლისას.
- ფსალმუნები 78:21ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.
- მეორე სთვლისაება 29:20არ ისურვებს უფალი მის პატიებას, რადგან მაშინ აღიგზნება უფლის რისხვა და შური იმ კაცზე, დაიბუდებს მასში მთელი ეს წყევლა, ამ წიგნში ჩაწერილი, და წაშლის მის სახსენებელს უფალი ცისქვეშეთიდან.
- რიცხვთა 11:1როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.
- იერემია 25:10აღვკვეთავ მათგან სიხარულის ხმას და ლხინის ხმას, სიძის ხმას და პატარძლის ხმას, წისქვილის ხმას და ლამპრის ნათელს.
- ესაია 4:1ჩაებღაუჭება შვიდი დედაკაცი ერთ მამაკაცს იმ დღეს და ეტყვის: ჩვენ ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი საკუთარი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ შენი სახელი დაგვეწეროს, აგვხადე სირცხვილი.
- მეორე სთვლისაება 32:22რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში