
ფსალმუნი 78:61 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
ფსალმუნი 78:61 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 78:61 კონტექსტში
78:59მოისმინა ღმერთმა და განრისხდა და მეტისმეგად შეიძულა ისრაელი.
78:60მიატოვა შილოს სავანე, სადაც ადამიანებთან ერთად იყო დამკვიდრებული.
78:61და მისცა ტყვედ სიმაგრე თვისი და დიდება თვისი - მტრის ხელთ.
78:62და გასწირა სამახვილოდ ხალხი თავისი და თავის მემკვიდრეობაზე განრისხდა.
78:63მისი ჭაბუკები ცეცხლმა შეჭამა და მისი ქალწულები ვერ გათხოვდნენ.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 78:61
- ფსალმუნები 132:8აღსდექ, უფალო, განსასვენებლად შენდა, შენა და კიდობანი შენი ძლიერებისა.
- მეფეთა ა 4:21დაარქვა ვაჟს სახელად იქაბოდი (უპატიობა), თქვა: განეშორა დიდება ისრაელს, ღვთის კიდობნის წაღების გამო, მისი მამამთილისა და ქმრის გამო.
- მეფეთა ა 5:2აიღეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და მიიტანეს დაგონის ტაძარში და გვერდით დაუყენეს დაგონს.
- მეფეთა ა 4:17მიუგო მაცნემ და უთხრა: უკუექცა ისრაელი ფილისტიმელებს. სასტიკად დამარცხდა ხალხი, შენი ორი ვაჟიც - ხოფნი და ფინხასი დაიხოცნენ და ღვთის კიდობანიც წაღებულია.
- ნეშტთა შორისა ბ 6:41ახლა კი დაიძარ, უფალო ღმერთო, შენი განსასვენებლისკენ შენი ძლიერების კიდობანთან ერთად! შეიმოსონ შენმა მღვდლებმა, უფალო ღმერთო, ხსნა და შენმა მადლიანებმა სიკეთით გაიხარონ.
- ფსალმუნები 24:7მაღლა ასწიეთ, კარიბჭეებო, თქვენი თავები, და აიწიეთ, კარნო მარადნო, რომ შემოვიდეს მეფე დიდებისა.
- მსაჯულნი 18:30დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ მხარის გადასახლებამდე დანისტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები.
- გამოსვლა 40:34დაფარა ღრუბელმა სადღესასწაულო კარავი და უფლის დიდებამ აავსო სავანე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 78
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 78 · გახსენი ბიბლიის მკითხველში