
ფსალმუნი 80:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
ფსალმუნი 80:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 80:1 კონტექსტში
80:1გუნდის ლოტბარს, შოშანიმ - ედუთის საკრავზე, ასაფის ფსალმუნი. მწყემსო ისრაელისა, ყური მოგვაპყარ; წინ რომ უძღოდი, ვითარცა ცხვარს, იოსებს, ქერუბიმებზე ამხედრებული, გამოგვეცხადე.
80:2ეფრემის, ბენიამინისა და მენაშეს წინაშე წამომართე შენი სიძლიერე და მოდი ჩვენს სახსნელად.
80:3ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 80:1
- ფსალმუნები 50:2სიონიდან, მშვენიერების სრულქმნილებიდან, გამობრწყინდა უფალი.
- გამოცხადება 21:23ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
- ფსალმუნები 77:20უძღოდი, ვითარცა ცხვარს, შენს ხალხს მოსეს და აარონის ხელით.
- ფსალმუნები 99:1უფალი მეფობს - ათრთოლდნენ ხალხები; ქერუბიმებზე მჯდომო, შესძარ ქვეყანა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:25ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კი დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.
- ეზექიელი 34:23ერთ მწყემსს დავუყენებ და ის დამწყესავს მათ; დავითს, ჩემს მორჩილს, დავუყენებ; თავად ის დამწყესავს ძათ და ის იქნება მათი მწყემსი.
- მეფეთა ბ 6:2ადგა და წავიდა დავითი მთელი ხალხითურთ, ვინც მასთან იყო, იუდას ბაალედან, რომ ამოეტანათ ღვთის კიდობანი, რომელსაც ეწოდა სახელი ცაბაოთ უფლისა, ქერუბიმებზე მჯდომარისა.
- მეფეთა ა 4:4შეთვალა ხალხმა სილოამში და მოიტანეს ქერუბიმებზე მჯდარი ცაბაოთ უფლის აღთქმის კიდობანი; ელის ორი ვაჟი - ხოფნი და ფინხასი ახლდა ღვთის აღთქმის კიდობანს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 80
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 80 · გახსენი ბიბლიის მკითხველში