
ფსალმუნი 84:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთაფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
ფსალმუნი 84:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 84:1 კონტექსტში
84:1გუნდის ლოტბარს, გათის საკრავზე, კორახის ძეთაფსალმუნი. რაოდენ სასურველია შენი სადგომები, უფალო ძალთა!
84:2ნატრობს და ელტვის კიდეც ჩემი სული უფლის ეზოებს, გული ჩემი და სხეული ჩემი უმღერიან უკვდავ ღმერთს.
84:3ჩიტმაც კი ჰპოვა სახლი და მერცხალმა ბუდე თავისთვის, რომ ჩასხას ბარტყები თვისი შენს სამსხვერპლოებთან, უფალო ძალთა, მეუფევ ჩემო და ღმერთო ჩემო!
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 84:1
- ფსალმუნები 27:4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის განმავლობაში, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
- ფსალმუნები 43:3გამოავლინე შუქი შენი და ჭეშმარიტება შენი. ისინი წამიძღვებიან და მიმიყვანენ შენს წმიდა მთასთან და შენს სამკვიდროსთან.
- ფსალმუნები 36:8დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
- ფსალმუნები 8:1გუნდისლოტბარს, გათის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. უფალო, ჩვენო მბრძანებელო! რაოდენ დიდია შენი სახელი მთელ ქვეყანაზე, ცათა ზემოთ სწვდება შენი დიდება.
- ფსალმუნები 122:1გალობა აღსავალთა. დავითისათვის. გავიხარე, როცა მითხრეს: უფლის სახლში წავიდეთ.
- გამოცხადება 21:22ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგანაც მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი ღმერთია და კრავი.
- გამოცხადება 21:23ქალაქს არც მზე სჭირდება მანათობლად და არც მთვარე, რადგანაც ღვთის დიდებამ გაანათა იგი, ხოლო მისი სანთელი არის კრავი.
- ფსალმუნები 132:5ვიდრე ვიპოვიდე ადგილს უფლისათვის, სადგომებს იაკობის ძლიერისთვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 84
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 84 · გახსენი ბიბლიის მკითხველში