
ფსალმუნი 84:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.
ფსალმუნი 84:6 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 84:6 კონტექსტში
84:4ნეტარ არიან შენს სახლში მსხდომნი. მარადჟამს გადიდებენ შენ. სელა.
84:5ნეტარ არს კაცი, რომლის ძლიერებაც შენშია, გზაა მათს გულში.
84:6გლოვის ველზე გამვლელნი წყაროს აღმოაჩენენ და კურთხევით დაფარავს მათ წვიმა შემოდგომისა.
84:7ივლიან ძალით-ძალამდე, გამოცხადდებიან ღმერთთან სიონში.
84:8უფალო, ღმერთო ძალთა, მოისმინე ჩემი ლოცვა, მური მომაპყარ, ღმერთო იაკობისა. სელა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 84:6
- კორინთელთა მიმართ ბ 4:17ვინაიდან ჩვენი წამიერი და მცირედი ტანჯვა უზღვავსა და უსაზომო დიდებას შეიქმს ჩვენთვის,
- იოანე 16:33ეს გითხარით, რათა მშვიდობა გქონდეთ ჩემში. ჭირი არ დაგელევათ ამ ქვეყნად, მაგრამ გამხნევდით: მე ვძლიე ქვეყანას.
- იოელი 2:23სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად.
- რომაელთა მიმართ 5:3და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას,
- რომაელთა მიმართ 5:5სასოება კი არ გვარცხვენს, რადგანაც ღვთის სიყვარული ჩაისახა ჩვენს გულში სული წმიდის მიერ, რომელიც მოგვეცა ჩვენ.
- გამოცხადება 7:14მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.
- რომაელთა მიმართ 8:37ყოველივე ამას ვძლევთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა.
- ფსალმუნები 68:9ბარაქიანი წვიმა აწვიმე, ღმერთო, შენს სამკვიდროს, და თუ დაუძლურდება, შენ გაამაგრებ.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 84
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 84 · გახსენი ბიბლიის მკითხველში