
ფსალმუნი 85:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა.
ფსალმუნი 85:2 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 85:2 კონტექსტში
85:1გუნდის ლოტბარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისურვე, უფალო, ქვეყანა შენი, დააბრუნე ტყვე იაკობისა.
85:2აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა.
85:3აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.
85:4მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 85:2
- მიქა 7:18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
- კოლასელთა მიმართ 2:13და თქვენც, ცოდვებითა და თქვენი წინადაუცვეთელობით მკვდრები, მასთან ერთად გაგაცოცხლათ ცოდვათა მოტევებით.
- ფსალმუნები 32:1მოძღვრება დავითისა. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისიც ცოდვები დაიფარა.
- რიცხვთა 14:19შეუნდე დანაშაული ამ ხალხს შენი დიდი მადლისამებრ, როგორც პატიობდი ცოდვას ამ ხალხს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე.
- მოციქულთა საქმენი 13:39ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.
- იერემია 50:20იმ დღეებში და იმხანად, ამბობს უფალი, მოიკითხება ისრაელის ბრალი და აღარ იქნება; იუდას - ცოდვა და არ აღმოჩნდება, რადგან ყველას ვაპატიებ, ვისაც კი დავარჩენ.
- ფსალმუნები 79:8ნუ გაგვიხსენებ წინაპართა ცოდვებს; მალე შეგვეგებოს წინ შენი წყალობა, რადგან მეტისმეტად დავჩაჩანაკდით.
- ფსალმუნები 79:9დაგვეხმარე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, შენი სახელის ღირსებისათვის; გადაგვარჩინე და შეგვინდე ჩვენი ცოდვები შენი სახელის გულისათვის.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 85
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 85 · გახსენი ბიბლიის მკითხველში