
ფსალმუნი 85:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.
ფსალმუნი 85:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 85:4 კონტექსტში
85:2აპატიე დანაშაული შენს ხალხს, დაფარე ყველა მისი ცოდვა. სელა.
85:3აგვარიდე მთელი შენი გულისწყრომა, დააცხრე შენი მრისხანება.
85:4მოგვაქციე, ღმერთო, ჩვენო მხსნელო, და გააუქმე შენი გაჯავრება ჩვენზე.
85:5ნუთუ საუკუნოდ გაგვირისხდები, თაობიდან თაობამდე გააგრძელებ შენს მრისხანებას?
85:6ნუთუ აღარ დაგვიბრუნებ სიცოცხლეს, რათა შენმა ერმა იხაროს შენით?
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 85:4
- ფსალმუნები 80:3ღმერთო! მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს სახე შენი და დავიხსნებით.
- ფსალმუნები 80:7უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ, გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
- გლოვა იერემიასი 5:21შენკენ მოგვაქციე, უფალო, და მოვიქცევით; განგვიახლე დღეები, როგორც ძველად იყო!
- მიქა 7:7მე კი უფალს შევცქერი, ვესავ ჩემი ხსნის ღმერთს; შემიწყნარებს ჩემი ღმერთი.
- ფსალმუნები 80:19უფალო, ღმერთო ძალთაო, მოგვაქციე ჩვენ; გაბრწყინდეს შენი სახე და დავიხსნებით.
- მალაქია 4:6ის შეარიგებს მამების გულს შვილების გულთან და შვილების გულს მამების გულთან, რომ ჩემი მოსვლისას ქვეყანა შეჩვენებით არ შევმუსრო.
- მიქა 7:18რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.
- მიქა 7:20დაუდასტურებ იაკობს გამტანობას და აბრაამს - სიყვარულს, რომელიც ჩვენს მამა-პაპას შეჰფიცე ძველთაგანვე. ნაუმი
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 85
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 85 · გახსენი ბიბლიის მკითხველში