
ფსალმუნი 86:11 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
ფსალმუნი 86:11 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 86:11 კონტექსტში
86:9ყოველი ხალხი, შენ მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
86:10რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი.
86:11დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
86:12გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე.
86:13რადგან დიდია შენი წყალობა ჩემ მიმართ, და გადაარჩინე ჩემი სული ქვესკნელის ჯოჯოხეთისგან.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 86:11
- იერემია 32:38ჩემი ერი იქნებიან ისინი და მე მათი ღმერთი ვიქნები.
- იერემია 32:39ჩავუდგამ მათ ერთ გულს და მივცემ ერთ გზას, რომ მუდამ ეშინოდეთ ჩემი თავიანთ სასიკეთოდ და თავიანთი შვილების სასიკეთოდ მათ შემდგომ.
- ფსალმუნები 5:8უფალო! მატარე შენი სიმართლის გზით ჩემი მტრების გამო, გაასწორე შენი გზა ჩემ წინაშე.
- ფსალმუნები 119:33მიჩვენე, უფალო, გზა შენთა წესთა და დავიცავ ბოლომდე.
- ფსალმუნები 25:4შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
- ფსალმუნები 25:5წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.
- ფსალმუნები 143:8გადამარჩინე მტერთა ჩემთაგან, უფალო. შენთან ვაფარებ თავს.
- ფსალმუნები 143:10შენი სახელის გულისათვის მაცოცხლე, უფალო. შენი სიმართლით გამოიყვანე გაჭირვებიდან ჩემი სული.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 86
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 86 · გახსენი ბიბლიის მკითხველში