
ფსალმუნი 86:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყოველი ხალხი, შენ მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
ფსალმუნი 86:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 86:9 კონტექსტში
86:7ჩემი გაჭირვების დღეს მოგიხმობ, რადგან მიპასუხებ.
86:8არ არსებობს შენი მსგავსი ღმერთებს შორის, უფალო, და არც მსგავსი საქმეთა შენთა.
86:9ყოველი ხალხი, შენ მიერ შექმნილი, მოვა და მუხლს მოიდრეკს შენ წინაშე, უფალო, და განადიდებს შენს სახელს.
86:10რადგან დიდი და სასწაულთმოქმედი ხარ, შენა ხარ ღმერთი ერთადერთი.
86:11დამაყენე, უფალო, შენს გზაზე; ვივლი შენი ჭეშმარიტებისამებრ. წარმართე ჩემი გული შენი სახელის მოშიშებით.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 86:9
- გამოცხადება 15:4ვის არ ეშინოდეს, უფალო, და არ ადიდებდეს შენს სახელს? ვინაიდან მხოლოდ შენა ხარ წმინდა; ამიტომაც გეახლება ყველა ხალხი და თაყვანს გცემს შენ, რადგანაც გამოჩნდა შენი სამართალი.
- ესაია 66:23მაშინ იქნება, რომ ახალი მთვარიდან ახალ მთარემდე, შაბათიდან შაბათამდე, მოვა ყოველი ხორციელი ჩემ წინაშე სათაყვანოდ, ამბობს უფალი.
- ფსალმუნები 66:4მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.
- ესაია 2:2უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას.
- ესაია 2:4სამართალს განიკითხავს იგი ერებს შორის და ამხილებს უთვალავ ხალხებს; მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან - ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს.
- გამოცხადება 11:15მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.
- ფსალმუნები 102:15შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
- ესაია 43:7ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 86
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 86 · გახსენი ბიბლიის მკითხველში