გადასვლა შინაარსზე

ფსალმუნი 87

1კორახის ძეთაფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.

2უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.

3ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა.

4გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.

5სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.

6უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა.

7მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.

საქართველოს საპატრიარქო